Sunday, November 16, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

პროექტის ბოლო დღე ყველაზე სახალისო და საინტერესო იყო. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავაკეთეთ კომენტარები,  მივეცით ერთმანეთს რჩევები, შევაჯამეთ მთლიანად ტრენინგი, მოგვეცა ათი დღე ხარვეზების მოსაწესრიგებლად.

Saturday, November 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დავასრულეთ შაბლონის შევსება. მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და გამოვაქვეყნეთ ჩვენ ბლოგზე.

Sunday, November 9, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა ბლოგზე. შეფასების სქემაში მოვახდინეთ ადაპტირება მოსწავლის შეფასების რუბრიკის. დავალებად მოგვეცა დავწეროთ სასწავლო პროექტის პროცედურები.

Saturday, November 1, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

პროექტის სასწავლო მიზნები განვატავსეთ ბლოგზე. გავეცანით სხვების მიზნებს, გამოვთქვით აზრი,შევიტანეთ შესწორებები, ბოლო ვარიანტი შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.შემდეგ ჩამოვაყალიბეთმიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, გავუზიარეთ ერთმანეთს, ჩამოვყალიბდით საბოლოო ვარიანტზე.ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი შეკითხვა-რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?


თემატური შეკითხვა-  რატომ მიდიან ქართველები უცხოეთში საცხოვრებლად?

                                       როგორია საქართველოს მთავრობის დემოგრაფიული პოლიტიკა?
            
                                       კიდევ რის გაკეთება შეიძლება ქვეყანაში

                                      შექმნილი დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებლად?
შინაარსობრივი შეკითხვა-რამდენი იყო საქართველოს მოსახლეობა 2002 წლის   
                                      აღწერით?  1989 წლის აღწერით?

                                       როგორია მოსახლეობის მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი?

                                     
                 
                                        რა ასაკის მოსახლეობა სჭარბობს საქართველოს მოსახლეობაში?

                                       როგორია ქართველების ხვედრითი წილი საქართველოს 

                                        მოსახლეობაში?
      
                                       .რა არის ბუნებრივი მოძრაობა?

                                       .რა არის მექანიკური მოძრაობა?

                                        დაასახელეთ მიგრაციის მიზეზები.