Sunday, November 16, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
პროექტის ბოლო დღე ყველაზე სახალისო და საინტერესო იყო. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავაკეთეთ კომენტარები, მივეცით ერთმანეთს რჩევები, შევაჯამეთ მთლიანად ტრენინგი, მოგვეცა ათი დღე ხარვეზების მოსაწესრიგებლად.
Saturday, November 15, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დავასრულეთ შაბლონის შევსება. მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და გამოვაქვეყნეთ ჩვენ ბლოგზე.
Sunday, November 9, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა ბლოგზე. შეფასების სქემაში მოვახდინეთ ადაპტირება მოსწავლის შეფასების რუბრიკის. დავალებად მოგვეცა დავწეროთ სასწავლო პროექტის პროცედურები.
Friday, November 7, 2014
Sunday, November 2, 2014
Saturday, November 1, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
პროექტის სასწავლო მიზნები განვატავსეთ ბლოგზე. გავეცანით სხვების მიზნებს, გამოვთქვით აზრი,შევიტანეთ შესწორებები, ბოლო ვარიანტი შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.შემდეგ ჩამოვაყალიბეთმიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, გავუზიარეთ ერთმანეთს, ჩამოვყალიბდით საბოლოო ვარიანტზე.ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი შეკითხვა-რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?
თემატური შეკითხვა- რატომ მიდიან ქართველები უცხოეთში საცხოვრებლად?
როგორია საქართველოს მთავრობის დემოგრაფიული პოლიტიკა?
კიდევ რის გაკეთება შეიძლება ქვეყანაში
შექმნილი დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებლად?
შინაარსობრივი შეკითხვა-რამდენი იყო საქართველოს მოსახლეობა 2002 წლის
აღწერით? 1989 წლის აღწერით?
როგორია მოსახლეობის მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი?
რა ასაკის მოსახლეობა სჭარბობს საქართველოს მოსახლეობაში?
როგორია ქართველების ხვედრითი წილი საქართველოს
მოსახლეობაში?
.რა არის ბუნებრივი მოძრაობა?
.რა არის მექანიკური მოძრაობა?
დაასახელეთ მიგრაციის მიზეზები.

Friday, October 31, 2014
პროექტის სასწავლო მიზნები /სწავლის შედეგები/
.მოსწავლეები შეძლებენ დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ კითხვარების შექმნას, მოსახლეობის გამოკითხვას კითხვარების საშუალებით და მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით შექმნიან ცხრილებს, ააგებენ გრაფიკებსა დიაგრამებს.
.შეძლებენ საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებლების და დემოგრაფიული სიტუაციის გაანალიზებას
.
.შეძლებენ საქართველოს დემოგრაფიულ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავსირების დადგენას.
.გააკეთებენ პროგნოზებს.
.შექმნიან ბროშურას.
.თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოახდენენ ჩატარებული სამუშაოს პრეზენტაციას.

მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღეს დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. განვსაზღვრეთ პროექტის შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. დავალებად მოგვეცა მოვიფიქროთ პროექტის სასწავლო მიზნები.
მეორე დღის რეფლექსია
პროექტის მეორე დღეს ჩვენი პროექტის იდეები განვათავსეთ ბლოგებზე . შემდეგ გავეცანით კოლეგების იდეებს და ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები. პროექტისთვის შევქმენით ბროშურა, რომელსაც შემდეგში დავხვეწავთ. მივიღეთ დავალება-პირველი მოდულის წაკითხვა.
Sunday, October 26, 2014
ჩემი პროექტის იდეა
დღეს საქართველოში ძალიან მწვავედ დგას მოსახლეობის როგორც ბუნებრივი, ასევე მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლების მტკივნეული ცვლილება, რაც საყოველთაო ინტერესს იწვევს. უახლოეს პერიოდში საქართველოში ტარდება მოსახლეობის საყო ველთაო აღწერა, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
მოსწავლეებს შევთავაზებ თვითონ იქცნენ აღმწერებად, შექმნან პატარა ჯგუფები, შეადგინონ კითხვარები, დაგეგმონ აღწერის გრაფიკი, განსაზღვრონ ტერიტორია, მოაგროვონ მასალა, გააანალიზონ, შექმნან ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები, გამოიტანონ დასკვნები, გამოთქვან მოსაზრებები, გააკეთონ პროგნოზი.

Saturday, October 25, 2014
პირველი დღის რეფლექსია
პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის მიზანს, გავიგეთ რომ ვისწავლით პროექტის გაკეთებას ინტელში. გავეცანით ტრენინგის გრაფიკს, სახელმძღვანელოს.ვისწავლეთ როგორ ვისარგებლოთ სახელმძღვანელოთი.
Subscribe to:
Posts (Atom)