დღეს საქართველოში ძალიან მწვავედ დგას მოსახლეობის როგორც ბუნებრივი, ასევე მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლების მტკივნეული ცვლილება, რაც საყოველთაო ინტერესს იწვევს. უახლოეს პერიოდში საქართველოში ტარდება მოსახლეობის საყო ველთაო აღწერა, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
მოსწავლეებს შევთავაზებ თვითონ იქცნენ აღმწერებად, შექმნან პატარა ჯგუფები, შეადგინონ კითხვარები, დაგეგმონ აღწერის გრაფიკი, განსაზღვრონ ტერიტორია, მოაგროვონ მასალა, გააანალიზონ, შექმნან ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები, გამოიტანონ დასკვნები, გამოთქვან მოსაზრებები, გააკეთონ პროგნოზი.
ძალიან საინტერესოა.პრაქტიკულია და თანამედროვეობას ეხმიანება.21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეუწყობს ხელს.წარმატებები.
ReplyDeleteბავშვებს ძალიან უყვართ, როცა მკვლევარების როლში არიან და უფროსები მათ კითხვებს მთელი სერიოზულობით პასუხობენ. მე ჩემს მოსწავლეებს კახეთში ფართოდ გავრცელებული დაავადების ე.წ. ჩიყვის შესახებ ჩავატარებინე მოსახლეობის გამოკითხვა: რამდენ იყვნენ ინფორმირებულები მისი სიმპტომების, წარმოშობის მიზეზების და მკურნალობის შესახებ და ძალიან საინტერესო მასალები მომიტანეს და დაახარისხეს. ამიტომ მგონია რომ ამ პროექტსაც სახალისოდ და საინტერესოდ განახორციელბთ. გისურვებთ წარმატებებს!
ReplyDeleteმადლობა გოგოებო!
ReplyDelete