Friday, October 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები /სწავლის შედეგები/

.მოსწავლეები შეძლებენ დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ კითხვარების შექმნას, მოსახლეობის გამოკითხვას კითხვარების საშუალებით და მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით შექმნიან ცხრილებს, ააგებენ გრაფიკებსა დიაგრამებს.


.შეძლებენ საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებლების და დემოგრაფიული სიტუაციის გაანალიზებას

.
.შეძლებენ საქართველოს დემოგრაფიულ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავსირების დადგენას.

.გააკეთებენ პროგნოზებს.

.შექმნიან ბროშურას.

.თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოახდენენ ჩატარებული სამუშაოს პრეზენტაციას.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე  დღეს დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. განვსაზღვრეთ პროექტის შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. დავალებად მოგვეცა მოვიფიქროთ პროექტის სასწავლო მიზნები.                  

მეორე დღის რეფლექსია

პროექტის მეორე დღეს ჩვენი პროექტის იდეები განვათავსეთ ბლოგებზე . შემდეგ გავეცანით კოლეგების იდეებს და ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები. პროექტისთვის შევქმენით ბროშურა, რომელსაც შემდეგში დავხვეწავთ. მივიღეთ დავალება-პირველი მოდულის წაკითხვა.

Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

      დღეს საქართველოში ძალიან მწვავედ დგას მოსახლეობის როგორც ბუნებრივი, ასევე მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლების მტკივნეული ცვლილება, რაც საყოველთაო ინტერესს იწვევს. უახლოეს პერიოდში საქართველოში ტარდება მოსახლეობის საყო  ველთაო აღწერა, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.  
  მოსწავლეებს შევთავაზებ თვითონ იქცნენ აღმწერებად, შექმნან პატარა ჯგუფები, შეადგინონ კითხვარები, დაგეგმონ აღწერის გრაფიკი, განსაზღვრონ     ტერიტორია, მოაგროვონ მასალა, გააანალიზონ, შექმნან ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები, გამოიტანონ დასკვნები, გამოთქვან მოსაზრებები, გააკეთონ  პროგნოზი.

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის მიზანს, გავიგეთ რომ ვისწავლით პროექტის გაკეთებას ინტელში. გავეცანით ტრენინგის გრაფიკს, სახელმძღვანელოს.ვისწავლეთ როგორ ვისარგებლოთ სახელმძღვანელოთი.